სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

396

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას ინფორმაციით, 120 ბავშვზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობას აზერბაიჯანული ნავთობის კომპანია “სოკარი” განახორციელებს.

“უახლოეს პერიოდში ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის შენობა გვექნება, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი თაობისთვის ღირსეული პირობების შექმნას” – განაცხადა კახა ჯამბურიამ.