გახარია: თავიდან მკაცრი შეზღუდვები იმიტომ დაწესდა, რომ ათეულობით სიცოცხლე გადაგვერჩინა

304

პრემიერმნისტრ, გიორგი გახარიას თქმით, პირველ ეტაპზე ლოქდაუნები და საგანგებო სიტუაციის გამოცცხადება იმიტომ გადაწყდა, რომ ათეულობით მოსახლეობის სიცოცხლე გადაერჩინათ და ანაკლები ზიანი მიდგომოდა ეკონომიკას. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ცოდნა არ არსებობდა ვირუსის შესახებ, ასევე, ვირუსის დროში გავრცელების შესახებ. დრო უნდა მოგვეგო და ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს ცოდნა უფრო მაღალია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება”, — განაცხადა გიორგი გაახარიამ.