ხაშურის მერია: ავარიული ხიდის გამო 3 სოფელი ცენტრს მოწყვეტილია

515

ხაშურის მერიის ცნობით, 3 სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილს მოწყვეტილია. 2020 წლის 14 სექტემბერს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა სიტუაცია ადგილზე შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ხიდის დამჭერები გაწყვეტილია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“ხიდით სარგებლობს სოფლის მოსახლეობა, შესაძლებელია ხიდის სავალი ნაწილის დარჩენილი დამჭერების დაწყვეტა, რაც გამოიწვევს ხიდის მოშლას და სავარაუდოდ სავალი ნაწილის ვარდნას. მოსახლეობა ითხოვს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მოეწყოს მდინარეზე გადასასვლელი ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას.” – აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

ხიდით სარგებლობს ქაშვეთის, კორისწყაროსა და თაგვეთის მოსახლეობა. ხაშურის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ხიდის შესაკეთებელად 40 000 ლარია საჭირო, რომელიც უკვე გამოიყო.