ჩვენ რამდენიმე თვეა გვესმის სპეკულაცია, რომ „ქართულ ოცნებას” უნდა არჩევნების გადადება, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან პოლიტიკურ პარტიებს სპეკულაციების ნაცვლად, არჩევნებისთვის მომზადება ურჩია.
„არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს, ეს არის 31 ოქტომბერი, როგორც ეს არის გაწერილი კონსტიტუციით. ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება, რომ „ლოქდაუნი“ გამოვაცხადოთ. შესაბამისად, არჩევნებიც ჩატარდება 31 ოქტომბერს და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის,”- განაცხადა კობახიძემ.