რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ქალები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღების, გავრცელებისა და შანტაჟის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამასთან დაკავშირებით, მათ ქალ პოლიტიკოსთა უფლებების დაცვის ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია. ისინი სახელმწიფოსა და ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდებენ, მსგავს დანაშაულებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ. „ჩვენ,...
პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა სტუდენტების სწავლის საფასურისგან გათავისუფლების პეტიცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს. მათივე ცნობით, "რეფორმერი" მოუწოდებს მთავრობას, სახელმწიფომ 2020-2021 წელს სწავლის საფასურისგან გაათავისუფლოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ყველა სტუდენტი, ვისაც არ შეეხო მთავრობის ინიციატივა. „კორონა პანდემიამ უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო ჩვენი მოსახლეობა. პანდემია შეეხო ყველა სოციალურ ფენას. თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ დარჩა უმუშევარი,...
აჭარის წყლის ქუჩაზე, მოსახლეობის წყალარინების და სანიაღვრე სისტემების ახალ ქსელზე გადართვა დასრულდა. „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ცნობით, შპს „ბათუმის წყალი“ ამ ეტაპზე სამუშაოებს მამია ვარშანიძის შესახვევში, მელიქიშვილის ჩიხში, თამარ მეფის გამზირზე, ანგისის პირველ შესახვევში და სარაჯიშვილის ქუჩაზე აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო. „აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს...
დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ ქუჩაზე, წვიმის დროს წყალი გუბდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიხედვით, 180...
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი გამოიძიონ. ოთარ კახიძის თქმით, „ასეთი ზონდერ ჯგუფების უკან „ქართული ოცნება“ დგას“. „დღემდე დაუსჯელნი არიან 2013 წელს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ჯგუფურად მოძალადე პირები და მათი ხელმძღვანელები; დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ჯგუფური თავდასხმის ჩამდენები და ორგანიზატორები; კორცხელში ხელისუფლების წარგზავნილ “ზონდერთა ჯგუფი” და მათი კურატორები; ახალქალაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელთა ჯგუფი;გიგი...
თბილისის მერია იმდენივეს ხარჯავს თბილისის სხვა ქუჩების განათებაში, რამდენსაც მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე, - კვლევას "ფეისბუქზე" "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, "განათებაში “თბილსერვის ჯგუფი” “მონტაჟ ჯორჯიას” უხდის, რომელიც ტენდერიდან 2-ჯერ დისკვალიფიცირდა, მაგრამ მერე პირდაპირი შესყიდვა გაუფორმეს; "მონტაჟ ჯორჯიას” ერთი დამფუძნებელი პაატა სულაბერიძეა – შპს „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორი, რომლის მფლობელი 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი, 2017 წლიდან კი ბერა ივანიშვილია; მეორე დამფუძნებელი დავით კახიანი “მონტაჟ...
წინა სტატია ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, მეორე დღეა, აქციას მართავენ. ადგილობრივები გამგეობისგან იმ ბინების დაკანონებას ითხოვენ, რომლებშიც წლებია, ცხოვრობენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელეს.  აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის ერთერთი მონაწილე "მთავართან" ამბობს, რომ ადგილზე თბილისის მერის, კახა კალაძის და რაიონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის მისვლას ითხოვენ. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს...
თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქურიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა. "ნაცმოძრაობის" წევრი, ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ ფაქტი თბილისში, პეკინზე მოხდა, როდესაც ცუცქირიძე სახლში ბრუნდებოდა. კუპრავას განცხადებით, ეს იყო თავდასხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე და ამაში ის ხელისუფლებას ადანაშაულებს. "დაახლოებით 10 საათზე შტაბიდან წამოვიდა მის დასთან და მეუღლესთან ერთად. სახლთან როგორც კი  მანქანა გააჩერა და ჩამოვიდა, დაესხა თავს ორი ნიღბიანი უცნობი პიროვნება, კასტეტებით შეიარაღებული და...
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს. გიორგი ხუმარაშვილის დედის თქმით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა, გუშინ, 17 სექტემბერს, გვიან საღამოს მომხდარი ინციდენტი მის შვილსა და ხევსურთსოფელში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ზურაბ ბექაურს შორის. „ზურაბ ბექაურს ჩემი შვილი თბილისში...
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ოპოზიციას ქაოსი და არჩევნების გადადება აწყობს. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინადადებები და იდეები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. ოპოზიციას სურს, რომ ჩვენ დავუშვათ ქაოსი და უკონტროლობა, მათ აწყობთ არჩევნების წინ არეულობა და მისი გადადება, რადგან ძალიან ზუსტად და სწორად აფასებენ მათთვის არც თუ სახარბიელო შანსებს არჩევნებში... ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი (ოპოზიციის) წინადადებები, იდეები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო,...
წინა სტატია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ქართული მარშის“ მხრიდან „ლელოს“ ოფისის ბლოკირებას ეხმაურება. მისი თქმით, „ქართული მარში“ არის „ქართული ოცნების“ ფრთა, შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების წინასაარჩევნო მცდელობა, დააშინოს თავისი ოპონენტები სატელიტების დახმარებით. „ქართული მარში“ არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ფრთა, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსი“. რომ შევხედოთ, თუ ვინ იღებს „ქართულ მარშში“ მონაწილეობას, ისინი არინ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები და დღემდე აქვთ შეხმატკბილებული...
საარჩევნო ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ვაკის რაიონში ჯონდი ბაღათურია, ნაძალადევის რაიონში მარიამ სულაძე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონში მაია სირაძე, გლდანის რაიონში ნატალია პაპაშვილი. „წარვადგინეთ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები. ყველა რეგიონში გვექნება პრეზენტაციები. შემდეგი გვექნება რუსთავში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატი გვყავს და შემდეგ წარვადგენთ მარნეულში. არ წარვადგინეთ კანდიდატები საბურთალოზე, ისანსა და სამგორში, რადგან აქ კენჭს...
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი დაასახელა. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე დგომა და საუბარი იმ პროგრამის შესახებ, რომელიც ქუთაისს გადააქცევს მიზიდულობის ცენტრად. ჩვენ შევქმენით „ლელოს“ მარშალის გეგმა, რომლის თანახმად, გაღატაკებული ქვეყანა ოთხ წელიწადში უნდა გადავაქციოთ წარმატებულ ქვეყნად“, – განაცხადა ხაზარაძემ. ამასთან, როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მას აქვს კონკრეტული...
წინა სტატია ათი საუკეთესო იდეის ავტორი ცნობილია – სახლეოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კომისიის წევრებმა საუკეთესო აპლიკანტები გამოავლინეს. ამის შესახებ ტვ4 წერს. ახალგაზრდებმა საკუთარი იდეების პრეზენტაცია გამართეს. უახლოეს ერთ კვირაში, 5 კაციანი კომისია გადაწყვეტს, პროექტად ქცეული რომელი იდეა მიიღებს დაფინანსებას რუსთავის ბიუჯეტიდან. ცნობისთვის,  კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ რუსთაველ ახალგაზრდას შეეძლო. საუკეთესო იდეის ავტორებს პროექტების წერისა და მენეჯმენტის საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ....
წინა სტატია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ეს არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაწყებული გამოძიება ხელს არ შეუშლის მის საქმიანობას. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო...
ნინოწმინდის მერიაში შვიდ ვაკანტურ ადგილზე 30 განაცხადი შევიდა, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე რეზიუმეებს განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დასახელდება კონკურსში გამარჯვებულები. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ნინოწმინდის მერიაში საჯარო მოხელეების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ვადა, შვიდ ადგილზე, 6 სექტემბერს ამოიწურა. როგორც, მერიაში გვითხრეს შვიდ ვაკანტურ ადგილზე 30 განაცხადი შევიდა, ხოლო რა პოზიციაზე რამდენი განაცხადი მიიღეს ამის გაგება ვერ მოვახერხეთ. „მთლიანობაში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ