„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ქართული მარშის“ მხრიდან „ლელოს“ ოფისის ბლოკირებას ეხმაურება.
მისი თქმით, „ქართული მარში“ არის „ქართული ოცნების“ ფრთა, შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების წინასაარჩევნო მცდელობა, დააშინოს თავისი ოპონენტები სატელიტების დახმარებით.
„ქართული მარში“ არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ფრთა, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსი“. რომ შევხედოთ, თუ ვინ იღებს „ქართულ მარშში“ მონაწილეობას, ისინი არინ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები და დღემდე აქვთ შეხმატკბილებული ურთიერთობები.
კარგად გვახსოვს, თუ როგორ ილაშქრებდა „ქართული მარში“ 20 ივნისის მიტინგის შემდეგ ახალგაზრდების, სხვათაშორის „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ. ახლა, როგორც ჩანს, „ლელო“ ამოიღეს სამიზნეში. ეს არის ჩვეულებრივი, წინასაარჩევნო ბინძური სტრატეგია „ქართული ოცნების“, რომ გამოიყენოს თავისი სატელიტები ასეთი ტიპის მივარდნებისთვის, ძალადობისთვის, დაშინებისთვის და ა.შ.
მთელი იდეა იმ ცვლილებების, რომლებიც არჩევნების შემდეგ მოხდება, როდესაც ხელისუფლება დამარცხდება, იქნება ის, რომ ასეთი პრორუსული ჯგუფები აღარასოდეს იქნება გამოყენებული, არ მოხდება არც მათზე ხელის დაფარება და არც მათ დანაშაულებებზე თვალის დახუჭვა“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ცნობით, „ქართულმა მარშმა” მათი პარტიის ვაკის ოფისის ბლოკირება სცადა.