ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ოპოზიციას ქაოსი და არჩევნების გადადება აწყობს. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინადადებები და იდეები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა.
ოპოზიციას სურს, რომ ჩვენ დავუშვათ ქაოსი და უკონტროლობა, მათ აწყობთ არჩევნების წინ არეულობა და მისი გადადება, რადგან ძალიან ზუსტად და სწორად აფასებენ მათთვის არც თუ სახარბიელო შანსებს არჩევნებში… ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი (ოპოზიციის) წინადადებები, იდეები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არანაირი გათვლებით გამყრებული არ არის, მიმართულია ბიუჯეტის დანგრევისკენ… იციან, რომ მანდატს ვერ მოიპოვებენ და იციან, რომ არავინ მოსთხოვს დაპირებების შესრულებას. ამიტომაც გულუხვად გასცემენ ამ პოპულისტურ დაპირებებს, – თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, დღეს, 28 სექტემბერს, “ევროპული საქართველოს” ინიციატივით პარლამენტში უსმენდნენ.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, მასში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.