„ლელომ“ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა

438

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი დაასახელა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე დგომა და საუბარი იმ პროგრამის შესახებ, რომელიც ქუთაისს გადააქცევს მიზიდულობის ცენტრად. ჩვენ შევქმენით „ლელოს“ მარშალის გეგმა, რომლის თანახმად, გაღატაკებული ქვეყანა ოთხ წელიწადში უნდა გადავაქციოთ წარმატებულ ქვეყნად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გახდეს ქუთაისი ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი საქართველოში.

„მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაიქცეს ქუთაისი ქალაქად, საიდანაც ადამიანები კი არ მიდიან, არამედ ქალაქად, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და ბრუნდება აქტიური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრება, როგორ უნდა დაბრუნდეს ქუთაისი მსოფლიო რუკაზე და გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, პოლიტიკური ცენტრის ქუთაისში დაბრუნებით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.