საარჩევნო ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.
მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ვაკის რაიონში ჯონდი ბაღათურია, ნაძალადევის რაიონში მარიამ სულაძე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონში მაია სირაძე, გლდანის რაიონში ნატალია პაპაშვილი.
„წარვადგინეთ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები. ყველა რეგიონში გვექნება პრეზენტაციები. შემდეგი გვექნება რუსთავში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატი გვყავს და შემდეგ წარვადგენთ მარნეულში. არ წარვადგინეთ კანდიდატები საბურთალოზე, ისანსა და სამგორში, რადგან აქ კენჭს იყრის სამი წარმატებული რეფორმის ავტორი და ჩვენი შეთანხმებით, საბურთალოზე არ ვებრძვით სერგეენკოს, ისანსა და სამგორში კახა კახიშვილსა და სოზარ სუბარს ჩვენ არ დავუყენეთ კანდიდატები. „ქართული დასის“ კანდიდატები პროპორციულში შემოხაზავენ ქართულს დასს, მაგრამ მაჟორიტარებში მათ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.