აჭარის წყლის ქუჩაზე, მოსახლეობის წყალარინების და სანიაღვრე სისტემების ახალ ქსელზე გადართვა დასრულდა.
„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის ცნობით, შპს „ბათუმის წყალი“ ამ ეტაპზე სამუშაოებს მამია ვარშანიძის შესახვევში, მელიქიშვილის ჩიხში, თამარ მეფის გამზირზე, ანგისის პირველ შესახვევში და სარაჯიშვილის ქუჩაზე აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.
„აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდა. ამ ეტაპზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელზე დაერთების სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე მიმდიანრეობს. აჭარის წყლის ქუჩაზე დაერთებების სამუშაობი დასრულებულია, რაც წყალარინების ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, – აცხადებს გვიანიძე.
ცნობისთვის, აგვისტოში წყალარინების ახალ ქსელზე 46-ზე სანიაღვრე სისტემაზე კი 57 აბონენტი გადაერთო.