ახმეტაში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მხარდამჭერს ავტომაღაზია დაულუქეს. მირიან სივიევთან საგადასახადო სამსახური 2 დღის წინ შევიდა და პროცედურის აუცილებლობა ინვენტარიზაციის მიზეზით ახსნა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. ოპოზიციონერი კანდიდატი ამბობს, ეს მისი მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ოპერაციაა. მისივე ინფორმაციით, მანამდე სუსი და "ქართული ოცნების" შტაბი სივიევს უკავშირდებოდა და მათ სასარგებლოდ მუშაობას სთხოვდა. "ის, რაც დღეს აქ ხდება პირდაპირ სუს-ის და ქართული...
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება, კიბერსივრცეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს. „კიბერგანზომილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში...
ბათუმში 21 საჯარო სკოლაში დირექტორებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. როგორც ბათუმის რესურცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროისათვის საჯარო სკოლებს მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, რომელსაც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიშნავს. გოჩა დავითაძის ინფორმაციით, მოვალეობას ძირითადად სკოლის ყოფილი დირექტორები ასრულებენ, თუმცა ორი სკოლის დირექტორმა მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა. "ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორები 6 წლის ვადით იყვენენ არჩეულები, მათ ეს ვადა ამოეწურათ. ვადის...
ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მერიაში განაცხადეს, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი, მათ კვლევისთვის ტესტები უკვე ჩაუტარდა. "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან. ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო...
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შექმნილ ამ ახალ განყოფილებას ნიკო დეკანოსიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილების თანამშრომელთა ვალდებულებაა, მოიძიონ და აღრიცხონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები, კოშკები, ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებსაც შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. შემდეგ დამუშავებული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდონ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება კონკრეტულ ეკლესია-მონასტერს თვითნებური ჩარევისგან დაიცავს – მისი რეაბილიტაცია...
"სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ არათანაბარ პირობებზე საუბრობს. როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, მათ აქტივისტებს ერთ საბანერე ადგილზე 4-ზე მეტი პლაკატის გაკვრის შემთხვევაში მერიის ზედამხედველობის სამსახური დაჯარიმებით ემუქრება, ეს იმ დროს, როცა "ქართული ოცნების" 4-ზე პლაკატია გაკრული ყველგან, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის შტაბმა ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ორგანიზაცია "საქართველოს მედია-კლუბს" მიაწოდა. https://youtu.be/qrwPuBZZGnM ანდრო ლოსაბერიძის თქმით, მათ აქტივისტებს ერთ...
"ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის მერობის კანდიდატის გიგა შუაშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეშია. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ამის შესახებ ადგილზე ბრიფინგი გამართა. შუშანიას განმარტებით, ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, რითაც კულტურული მემკვიდროების დახვის სააგენტო ხარვეზების დროებით დამალვას ცდილობს. "თავი დაანებეთ ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და პრობლემა მოაგვარეთ. დაზიანებილი სახურავის ნაწილზე თუნუქის დაფარებით პრობლემა თუ ვერ მოგვარდება, ზამთარში ფრესკები სრულად დაზიანდება. დაიწყეთ...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პანდემიის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები გადადეს. ამის შესახებ "აფსნიპრესი" წერს. დეფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. შესაბამისად, 2021 წლის 11 აპრილამდე გახანგრძლივდა ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების ვადა. დეფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბრძანებით, არჩევნები 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო.
წინა სტატია ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, მერიის სულ ექვსი თანამშრომელია ინფიცირებული. გიორგი შენგელიას თქმით, ახალი შემთხვევები მერიაში დასაქმებული ადამიანების მასიური ტესტირების საფუძველზე გამოვლინდა. „ახლა მიმდინარეობს ახალი შემტხვევების კონტაქტების გამოვლენა და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ“, - აღნიშნა შენგელიამ. ქალაქი მერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა...
video
საქართველოს საარჩევნო კოდექსით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიეირ დამზადებული სააგიტაციო მასალის გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა! დაიცავი კანონი! შექმენი თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო!
ქედის სოფელ პირველ მაისში რამდენიმე თვის წინ აშენებული სტადიონი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტადიონის მიმდებარედ სანიაღვრე არხების გაკეთება აუცილებელი იყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათივე თქმით სტადიონის ინფრასტრუქტურა ხშირად ზიანდება, რისი მიზეზიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ ოთხი დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი ობიექტი დატბორა და სანიაღვრე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც  დაიტბორებოდა. მერის მოადგილე...
EBRD და FAO ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც, აგროტურიზმი და ტრადიციული ქართული აგროპროდუქტები ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ახალი ინიციატივის მიზანია, ტურიზმის სექტორს პანდემიით გამოწვეული კრიზის დაძლევასა და რეაბილიტაციაში დაეხმაროს. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ თითქმის სრულად გააჩერა გლობალური ტურიზმი, რასაც მძიმე ეკონომიკურ კრიზისი, სამუშაო ადგილების შემცირება და დაკარგვა მოჰყვა. თუმცა, ამავდროულად, პანდემიამ მსოფლიოს შესაძლებლობა მისცა, გადაეფასებინა ტურიზმის ინდუსტრია,...
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებასა და დაზიანებულის ჩანაცვლებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ამჯერად, ისნის, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში განთავსდა. დედაქალაქის მერიის ინფრმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ ლითონისა და პლასტმასის 4 000 ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ურნებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. კონტეინერების განაწილების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე...
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს 45 ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება დამატებით 70-მდე პროექტის განხორციელება. "რეგიონებში მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით სამუშაოებს აქტიურად ვახორციელებთ. რამდენიმე პროექტი უკვე დავასრულეთ, მათ შორის ქუთაისის და ჭიათურის წყლის ახალი სისტემის მშენებლობა და მოსახლეობა უწყვეტ წყლის...
160 000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები და დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 28.1 მლნ ლარს აჭარბებს,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნბეობის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს განცხადებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ. უწყების ინფორმაციით, 25 სექტემბრის მონაცემებით: სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 000-მდე ფერმერს უკვე...
„ნაციონალური მოძრაობა“ „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. პარტიის ინფორმაციით, საქმე ეხება განცხადებას, რომლის დროსაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა. „კარგად იცით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მხოლოდ 3 ოლქში დააყენა კანდიდატი, დანარჩენი კი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ