აფხაზეთში პანდემიის გამო ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო

457

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პანდემიის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები გადადეს. ამის შესახებ “აფსნიპრესი” წერს.

დეფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. შესაბამისად, 2021 წლის 11 აპრილამდე გახანგრძლივდა ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების ვადა.

დეფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბრძანებით, არჩევნები 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო.