ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

400

ხულოს მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მერიაში განაცხადეს, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი, მათ კვლევისთვის ტესტები უკვე ჩაუტარდა.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან.

ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე”,- განაცხადეს უწყებაში.