“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის გიგა შუაშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი საფრთხეშია. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ამის შესახებ ადგილზე ბრიფინგი გამართა.
შუშანიას განმარტებით, ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, რითაც კულტურული მემკვიდროების დახვის სააგენტო ხარვეზების დროებით დამალვას ცდილობს.
“თავი დაანებეთ ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და პრობლემა მოაგვარეთ. დაზიანებილი სახურავის ნაწილზე თუნუქის დაფარებით პრობლემა თუ ვერ მოგვარდება, ზამთარში ფრესკები სრულად დაზიანდება. დაიწყეთ რეალური სამუშაოები და მთელი გადახურვა შეცვალეთ. ამაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტებიც მოგიწოდებენ”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
გელათის ტაძარზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით ორი წლი წინ დაიწყო. თუმცა, რეალურად დაზინებები ყოველდღიურად მატულობს.
ბათქაშისა და ფრესკების თეთრი ნაწილები ტაძრის მსახურებს ყოველ დილით რამდენიმე ადგილზე ხვდებათ. ამბობენ, რომ პროცესს დასასრული არ უჩანს. უსასრულოდ გრძელდება ერთი წლის წინ ხარაჩოებში ჩასმული ტაძრის რეაბილიტაციაც, რომელიც როგორც გამოჩნდა, უფრო ზიანი იყო, ვიდრე აღდგენა.