მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა განაცხადა. „კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს და შესაბამისად, ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავიანთ მომხრეებს მოუწოდონ ამისკენ“, - აღნიშნა დიპლომატმა.
ქუთაისის საკრებულომ შპს "პარკინგსერსვისს" ბიუჯეტში არსებული დავალიანების დასაფარავად 9 წლიანი ვადა მისცა. ორგანიაზაციამ ადგილობრივი ბიუჯეტში 1 მილიონ 784 ათას 890 ლარი უნდა. გადახდის გრაფიკის მიხედვით, წელს "პარკინგსერვისმა"  50 ათასი ლარი უნდა შეიტანოს. შპს-სათვის დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის გრაფიკს მხარი საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაუჭირეს. "ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები თუ როგორ უნდა მოხდეს დავალიანების გადახდა. 9 წლის ვადაში უნდა დაიფაროს დავალიანება, თუმცა შესაძლებელია შემოსავლების მატებასთნ...
პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა ოცნებამ" აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში ასეთია: 1.თორნიკე რიჟვაძე-აჭარის მთავრობის თავმჯდომარე; 2.დავით გაბაიძე-აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 3.ჯაბა ფუტკარაძე-აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; 4.თინათინ ზოიძე-აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 5.გიორგი მანველიძე-ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსი; 6.ირაკლი ჭეიშვილი-აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი; 7. ნადიმ ვარშანიძე-ხელვაჩაურის ყოფილი მერი; 8.ფატი ხალვაში-საქართველოს პარლამენტის წევრი; 9.დავით თედორაძე-აჭარის უმაღლესი...
პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ცესკოში პარტიული სია წარადგინა. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში ლელო უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. “ლელო არის ახალი ძალა, რომელსაც ჰყავს ძალიან ძლიერი, კომპეტენტური და ქვეყანაზე შეყვარებული გუნდი და აქვს მკაფიო ხედვა ყველა მიმართულებით, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და გადავაქციოთ ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ. ჩვენ ძალიან კონკურენტულები ვართ. ვფიქრობ, უალტერნატივო ძალაა “ლელო” და ამას აჩვენებდა...
წინა სტატია შემდეგი სტატია ოჯახის წევრების პოლიტიკური აქტიურობის გამო, სენაკის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი წევრის შვილს, გიორგი გოგავას სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი იარაღის გამოყენებით დაემუქრა და დედის, მირანდა მირცხულავას პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტა მოსთხოვა. პირი, რომელიც გიორგი გოგავას დაემუქრა ლევან სალაყაიაა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სალაყაია სენაკის სამხედრო ბაზაზე მუშაობს და არის საგამოძებო განყოფილების უფროსი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტორომ გამოძიება 151-ე და 236-ე მუხლით დაიწყო,  რაც მუქარას და და ცეცხლსასროლი...
ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოში გადის და 9 აპრილისა და დედა ენის ქუჩების მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე წყალტუბოს შემოვლით გზად ითვლება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. მათივე ცნობით, პროქტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის...
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია იღებს ვალდებულებას შემდეგი პუნქტების შესრულებაზე. შეამციროს გადასახადები; შექმნას 100 000 ახალი სამუშაო ადგილი; თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად დაუზოგოს 2000 ლარი; გავორმაგდეს პენსია; გაორმაგდეს დევნილთა და სოციალური დახმარება; მეტი ქონება დარჩეს ხალხს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. "ეს ყველაფერი არის ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენი...
ქუთაისის საკრებულომ ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იჯარის წესით გაასხვისა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  ტერიტორია 2040 წალმდე დიმიტრი ალავიძეს გადაეცა. ის ვალდებულია უზრუნველყოს გადასასვლელის შეუზღუდავი ფუნქციონირება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ასევე უზრუნველყოს სანიტარული ნორმების სრული დაცვა, მიწისქვეშა გადასასვლელში დაამონტაჟოს განათება და ვიდეო-კამერები. ასევე, ვალდებულია აღადგინოს საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომელიც უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვით. ქუთაისის მერიაში აცხადებენ,...
video
საქართველოს საარჩევნო კოდექსით აკრძალულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად! დაიცავი კანონი! შექმენი თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო!
„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს პარტიული სია წარუდგინა. როგორც პარტიის გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობა პირობითია. „ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რას ფიქრობს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი სია არის პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვევა არჩევნევის შედეგები და გაიკვევა, ვის...
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა უმაღლესი საბჭოს პარტიული სია წარადგინეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, 31 ოქტომბერს გამარჯვება გარდაუვალია. მან 2012 წლის არჩევნებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიული გზით მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი იქნება. „სიმბოლური დღეა, პირველი ოქტომბერი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს დემოკრატია...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძეა. მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანია, ხუთეულში არიან პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია და ბესო ბარქაია. „ოცეულის პრეზენტაცია გვექნება შაბათს, ჩვენ საქმის მკეთებელთა გუნდი შევარჩიეთ, სიაში ახალი თაობის პოლიტიკოსები არიან. რიგი გვედგა ძველი თაობის პოლიტიკოსების, თუმცა პრინციპულად ახალი თაობის პროფესიონალები ავირჩიეთ“, - აცხადებს ვაშაძე. არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
„ლელო საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა. სიაში მეორეა ბადრი ჯაფარიძე, ხოლო მესამე - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. „ლელო საქართველოსთვის“ პროპორციული საარჩევნო სია ასე გრძელდება: ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჩიხრაძე, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია, ლევან კობერიძე და საბა ბუაძე. საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. "როგორც საოლქო ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. საარჩევნო კანონმდებლობის (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი)...
სააკაშვილს და მის გარემოცვას სურს დაბრუნება 2012 წლამდე პერიოდის წარსულში და ამ ნოსტალგიით არიან შეპყრობილნი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ის ლიდერი იყო, ჩვენ, „ევროპული საქართველოს“ მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული გვაქვს რა იყო არასწორი და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის...
პარტია „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია. როგორც ჟურნალისტებს პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ თავართქილაძემ განუცხადა, „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში 150 - კანდიდატიანი სია წარადგინა. „ჩვენმა გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიფინგზე ათეული წარადგინა. ჩვენ დღეს მოვიტანეთ, ჩავაბარეთ ცესკო-ს საკმაოდ წონადი, 150 - კაციანი სია, რომელიც დარწმუნებული ვარ, არც ერთ პარტიას არ დაუდებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ