„ლელო საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა.
სიაში მეორეა ბადრი ჯაფარიძე, ხოლო მესამე – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„ლელო საქართველოსთვის“ პროპორციული საარჩევნო სია ასე გრძელდება: ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჩიხრაძე, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია, ლევან კობერიძე და საბა ბუაძე.
საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.