ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრებმა უმაღლესი საბჭოს პარტიული სია წარადგინეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, 31 ოქტომბერს გამარჯვება გარდაუვალია.
მან 2012 წლის არჩევნებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიული გზით მოხდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი იქნება.
„სიმბოლური დღეა, პირველი ოქტომბერი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს დემოკრატია შედგა, ხელისუფლება დემოკრატიულად შეიცვალა. ამ ტრიბუნიდან გპირდებით, რომ 31 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება შედგება და საქართველო კიდევ ერთ გამარჯვებას იზეიმებს. წარსული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, მომავლის სწორი ხედვით, ზუსტად ვიცით, ქვეყანა კრიზისიდან როგორ გამოვიყვანოთ. დღევანდელ დღეს ჩვენი გამარჯვების სია წარმოდგიდგინეთ. ნომერ პირველია ელგუჯა ბაგრატიონი, შემდეგ არიან: გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, მამული სურმანიძე, ასმათ დიასამიძე, დავით კონცელიძე, მამულა ჯიღაევი”,-განაცხადა ვარშალომიძემ.