„სტრატეგია აღმაშენებლის“ სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძე იქნება

1795

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი ვაშაძეა. მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანია, ხუთეულში არიან პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია და ბესო ბარქაია.

„ოცეულის პრეზენტაცია გვექნება შაბათს, ჩვენ საქმის მკეთებელთა გუნდი შევარჩიეთ, სიაში ახალი თაობის პოლიტიკოსები არიან. რიგი გვედგა ძველი თაობის პოლიტიკოსების, თუმცა პრინციპულად ახალი თაობის პროფესიონალები ავირჩიეთ“, – აცხადებს ვაშაძე.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება