„ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა

777

პარტია „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია.

როგორც ჟურნალისტებს პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ თავართქილაძემ განუცხადა, „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში 150 – კანდიდატიანი სია წარადგინა.

„ჩვენმა გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიფინგზე ათეული წარადგინა. ჩვენ დღეს მოვიტანეთ, ჩავაბარეთ ცესკო-ს საკმაოდ წონადი, 150 – კაციანი სია, რომელიც დარწმუნებული ვარ, არც ერთ პარტიას არ დაუდებს ტოლს და ამომრჩევლისთვის, ჩვენი მხარდამჭერისთვის ძალიან მისაღები იქნება. ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში გავმართავთ ღონისძიებას, სადაც წარვადგენთ სიას. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია”,- განაცხადა ოთარ თავართქილაძემ.