ქუთაისის საკრებულომ შპს “პარკინგსერსვისს” ბიუჯეტში არსებული დავალიანების დასაფარავად 9 წლიანი ვადა მისცა.
ორგანიაზაციამ ადგილობრივი ბიუჯეტში 1 მილიონ 784 ათას 890 ლარი უნდა. გადახდის გრაფიკის მიხედვით, წელს “პარკინგსერვისმა” 50 ათასი ლარი უნდა შეიტანოს.
შპს-სათვის დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის გრაფიკს მხარი საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს.
“ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები თუ როგორ უნდა მოხდეს დავალიანების გადახდა. 9 წლის ვადაში უნდა დაიფაროს დავალიანება, თუმცა შესაძლებელია შემოსავლების მატებასთნ ერთად ვადამდე. ეს დავალიანება წარმოიშვა იმიტომ, რომ ვერ შეძლეს საიჯარო თანხის გადახდა და დაერიცხათ ჯარიმები,”- განაცხდა მერის ეკონომიკური, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა.
“პარკინგსერვისისათვის” დავალიანების დასაფარავად 9 წლიანი ვადის მიცემა “ნაციონალური მოძრაობაში” საკრებულოს სხდომის გამართვამდე გააპროტესტეს და ორგანიზაცია კორუფციულ გარიგებაში დაადანაულეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა და მისივე თავთან ვერანაირ გარიგებაში ვერ შევა.
შპს “პარკინგსერვისი” საბიუჯეტო ვალდებულებებს, რომ არ ასრულებდა, ამის შესახებ ქუთაისის მერიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან” ჯერ კიდევ 2018 წელს შეახსენეს, მაშინ კომპანიის დავალიანება ქუთაისის ბიუჯეტში 1 240 246 ლარს შეადგენდა.
ქუთაისში პარკინგის სისტემის მოსაწესრიგებლად შპს „პარკინგსერვისი” ქალაქის მერიამ 2015 წელს შექმნა.