დავით ბაქრაძე: ვიღებთ ვალდებულებას ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან

587

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია იღებს ვალდებულებას შემდეგი პუნქტების შესრულებაზე.

  • შეამციროს გადასახადები;
  • შექმნას 100 000 ახალი სამუშაო ადგილი;
  • თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად დაუზოგოს 2000 ლარი;
  • გავორმაგდეს პენსია;
  • გაორმაგდეს დევნილთა და სოციალური დახმარება;
  • მეტი ქონება დარჩეს ხალხს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

“ეს ყველაფერი არის ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენი ხელმოწერით” — აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღეს პარტიამ ასევე აიღო პოლიტიკური ვალდებულებაც, რომ არ შეუქმნის კოალიციას ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატურაზე.