საფრანგეთის ელჩი: წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს

348

მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად დემოკრატიული დებატების ფარგლებში უნდა წარიმართოს და შესაბამისად, ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავიანთ მომხრეებს მოუწოდონ ამისკენ“, – აღნიშნა დიპლომატმა.