პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში მევენახეების მხარდასაჭერად აქცია გამართა. ინფორმაცის კახეთის ხმა ავრცელებს.
პარტიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მევენახეები სოფელში შეიკრიბნენ და რთველთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები გააპროტესტეს.
მევენახეების თქმით, ადგილწარმოშობის ყურძენზე დაბალი ფასის გამო, ვენახის მოვლაზე დახარჯულ თანხას ვერ ინაზღაურებენ.
მათი განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ მევენახეთა პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს.
"სოფელში ხარისხიანი კახური ღვინო ოცი ლარი ღირს. ხაშმში განსხვავებული ჯიშებია ვაზის, ყურძენიც განსაკუთრებულია და...
სოფელი კახეთში წყლის, გზის და ბუნებრივი აირის გარეშე. ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოსახლეობას ყოველი არჩევნების წინ პირდებინ გზის დაგებას და ჭაბურღილის მოწყობას, თუმცა სოფელს ამ დრომდე სასმელი წყალი არ აქვს და ისინი დაზიანებულ გზაზე გადაადგილდებიან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაიგო 114 კმ გზა; აშენდა ერთი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე ხიდ-ბოგირს; 5 ობიექტზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
„ქალაქ აბაშაში განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი, მიმდინარეობს ახალი წყალსადენი მაგისტრალის მშენებლობა; შენდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ოფისი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა...
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.
„ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი...
პოლიციელებისა და ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიციელებისა და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ორივე ჯგუფში ინფექციის აღმოჩენის თითქმის ნულოვანი მაჩვენებელია.
„ამ ეტაპზე ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით ვტესტავთ ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო დიდ კოჰორტას პოლიციელების და იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი ინფიცირების აღმოჩენის და შესაძლებელია, ამ ეტაპზე შემოდგომის გარკვეული...
გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
„ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება. მადლობელი ვარ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს,“- აღნიშნა ელჩმა.
მან პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდა, თავიანთ ამომრჩევლებს მიაწვდინონ ხმა იმის შესახებ, რომ...
„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტრე ზამბახიძეა, იგი ამ პოლიტიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
პარტიული სიის მეორე ნომერი ვახტანგ კალოიანია – შპს “ნიუ ჰოსპიტალს თბილისის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი ამავდროულად ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია უმაღლეს საბჭოში;
სიის მესამე ნომერია თემურ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი;
მეოთხე – მანანა ქუთათელაძე, რომელიც პარლამენტის აპარატის ფრაქციის მოწვეული სპეციალისტია;
მეხუთე – თემურ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, აჭარაში მოსახლეობამ პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. აღნიშნულის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს...
„ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი იურისტი გენადი თებიძეა, ის 2007-2010 წლების ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. პარალელურად გენადი თებიძე „ლელომ“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტში ბათუმის ოლქიდან.
სიაში მეორეა სამოქალაქო აქტივისტი ვაჟა დარჩია, ის პოლიტოლოგია და ნამუშევარი აქვს გარემოს დაცვით საკითხებზეც.
მესამე ნომერი - პროფესიით ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი...
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. სამი პარტია საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატს ირჩევენ, მათ შორის 18 პროპორციული, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.
წინა სტატია
იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მათი პარტიის ეკონომიკური პროგრამის წარდგენაზეც ყოფილ ხელისუფლებაზე ისაუბრეს. მეტიც, ის ამბობს, რომ ამას უფრო ხშირად გაიმეორებენ და არასდროს შეწყვეტენ მათ კრიტიკას.
"აქ ითქვა დღეს და მე რომ მომეცემა შესაძლებლობა ვიყო პარლამენტში, ამას გავიმეორებ ძალიან ხშირად: არასოდეს არ მივცემთ დავიწყებას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის...
წინა სტატია
"ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის მე-16 ნომრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მან სიის წარდგენის დღეს, 6 საათამდე არ იცოდა, რომ სიაში იქნებოდა. ამის დასამტკიცებლად, მან სტუდიაში სახარების შეტანა მოითხოვა და განაცხადა, რომ დაიფიცებდა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია კობა ნაყოფიამ სატელეფონო ზარით უთხრა. მისივე თქმით, არ ჰქონდა მნიშვნელობა სიაში იქნებოდა, თუ არა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პროპორციული სია...
წინა სტატია
გიორგი გოგავა მუქარაში ლევან სალაყაიას ადანაშაულებს. ამის დასტურად კი ფოტოები მოაქვს, რომელიც თავად გადაიღო. ყვება, რომ სალაყაიამ მას შემდეგ დაანება თავი, რაც თავდაცვის მიზნით მობილური ამოიღო და მისი გადაღება დაიწყო. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
შემთხვევა სენაკში გუშინ საღამოს მოხდა. მანამდე კი გიორგი გოგავა იმ აქციის მონაწილე იყო დედასთან ერთად, რომელიც სენაკის გარდა სხვადასხვა ქალაქში საოლქო საარჩევნო კომისიებთან გაიმართა.
ოპოზიციამ საუბნო საარჩენო...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუას საცხოვრებელ სახლში "ჩხრეკისას ნაპოვნია ხელყუმბარა РГ- 42 " და მას სოხუმის რეჟიმი "დროშის შეურაცხყოფის" და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების გარდა, უკვე იარაღის უკანონოდ შეძენა-ფლობასაც აბრალებს. მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ფაქტზე, ასევე,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ბინებს გორში შეისყიდის.
,,სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ...
1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, რუსთავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში, ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს: რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































