აბაშის მერია 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

421

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაიგო 114 კმ გზა; აშენდა ერთი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-მდე ხიდ-ბოგირს; 5 ობიექტზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.

„ქალაქ აბაშაში განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი, მიმდინარეობს ახალი წყალსადენი მაგისტრალის მშენებლობა; შენდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ოფისი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს; ქალაქ აბაშაში და 35 სოფელში მოეწყო გარე განათება; აშენდა 122 776 გრძივი მეტრი გაზსადენი; 2 947 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაიხსნა აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი.

გარდა ინფრასტრუქტურისა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჯანდაცვის, განათლების და სხვა მიმართულებით შესრულებულ პროექტებზეა საუბარი.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, სახელმწიფოს მხარდაჭერით აბაშაში გაფართოვდა 11 აგროსაწარმო; პროექტით – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა 356-მა პირმა; სახელმწიფოს მხარდაჭერით 109 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები; ფუნქციონირებს 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 540 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი დააზღვია 386-მა პირმა; დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 11 პროექტი; „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა 6-მა პირმა; პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში ჩატარდა 19 ტრენინგი, კონსულტაცია გაეწია 950-მდე ფერმერს; აშენდა, კეთილმოეწყო და ტექნიკურად გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ოფისი. აზიური ფაროსანის წინააღმდეგ აბაშის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც მიმდინარე წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა. პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში: – მიკრო და მცირე მეწარმეობის მიმართულებით მხარი დაეჭირა 40 პროექტს; ბენეფიციარი – 56 მოქალაქე; ინვესტიცია – 343 ათას ლარზე მეტი.

რაც შეეხება დევნილთა მხარდაჭერას, აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 80 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.

2019 წელს აბაშის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა ახალი ადმინისტრაციული შენობა; ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნში, კეთილარში, ონტოფოში, გეზათში, ტყვირში, ნაესაკოვოში, ნორიოში, სამიქაოში,ზანათში, მარანსა და ეწერში აშენდა და რეაბილიტირდა საექიმო ამბულატორიები; ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა; გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება. განათლება – უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 23 სკოლის 2000-მდე მოსწავლე; სკოლის მოსწავლეებს ურიგდებათ უფასო სახელმძღვანელოები; განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 45 პროექტი; სოფელ მაცხოვრისკარში შენდება ახალი საჯარო სკოლა; აშენდა 7 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საბავშვო ბაღს; განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 41 პროექტი; შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებულია მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლა. კულტურა, ტურიზმი და ისტორიული ობიექტები – 2020-2021 წლებში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ აბაშაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკს; აშენდა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;2020-2021 წლებში აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში აშენდება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.