პოლიციელებისა და ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს

742

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიციელებისა და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ორივე ჯგუფში ინფექციის აღმოჩენის თითქმის ნულოვანი მაჩვენებელია.

„ამ ეტაპზე ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით ვტესტავთ ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო დიდ კოჰორტას პოლიციელების და იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი ინფიცირების აღმოჩენის და შესაძლებელია, ამ ეტაპზე შემოდგომის გარკვეული პერიოდით გავაჩეროთ ეს და შესაბამისად ჩანაცვლდეს ისინი უფრო მაღალი რისკით, ჩვენი სამედიცინო კოლეგებით.

ასევე, არ გვქონია თითქმის არც ერთი შემთხვევა სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების და ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა,“- განაცხადა გამყრელიძემ.