აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას

501

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. სამი პარტია საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატს ირჩევენ, მათ შორის 18 პროპორციული, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.