„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტრე ზამბახიძეა, იგი ამ პოლიტიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
პარტიული სიის მეორე ნომერი ვახტანგ კალოიანია – შპს “ნიუ ჰოსპიტალს თბილისის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი ამავდროულად ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია უმაღლეს საბჭოში;
სიის მესამე ნომერია თემურ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი;
მეოთხე – მანანა ქუთათელაძე, რომელიც პარლამენტის აპარატის ფრაქციის მოწვეული სპეციალისტია;
მეხუთე – თემურ ავალიანი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
პარტიული სიის მეექვე ნომერია მირზა თურმანიძე – შუახევის საკრებულოს წევრი;
მეშვიდე ნომერი ხულოს საკრებულოს წევრი მამუკა მელაძეა;
მერვე – სოფიკო სურმანიძე, საფინანსო კომპანიის თანამშრომელი;
მეცხრე – ედნარ ფუტკარაძე – „ევროპული საქართველოს“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის მოადგილე;
მეათე – ნინო ხარჩილავა, ხელოვნების უნივერსიტეტის თანამშრომელი.