„ლელომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი იურისტი გენადი თებიძეა, ის 2007-2010 წლების ბათუმის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. პარალელურად გენადი თებიძე „ლელომ“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტში ბათუმის ოლქიდან.
სიაში მეორეა სამოქალაქო აქტივისტი ვაჟა დარჩია, ის პოლიტოლოგია და ნამუშევარი აქვს გარემოს დაცვით საკითხებზეც.
მესამე ნომერი – პროფესიით ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2012-2016 წლებში. პარალელურად ის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქიდან.
მეოთხე ნომერი – ეკატერინე დავითაძე, მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში, რადიო აჭარაში, ტვ-25-ზე და გაზეთ აჭარაში, ასევე – აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
მეხუთე ნომერი – ექიმ-ტრავმატოლოგი რაულ პაქსაძეა, ის 2003 წლიდან სამედიცინო სფეროშია დასაქმებული, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის დირექტორი იყო.
მეექვსე ნომერი – ზურაბ გოლიაძე, მას ნამუშევარი აქვს აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ კომისიაში, ასევე მუშაობდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.
მერვე ნომერი – ექიმი დავით მამულაძე, ბოლო წლებში ისიც სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული. მეცხრე ნომერია მიხეილ ქავთარაძე – საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი.
მეათე ნომერი – ექიმი ოტორინოლარინგოლოგი გოჩა ჟღენტი.