გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გორში ბავშვების მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.
გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის სინჯებს იღებს სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან, რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
გორის კლინიკა იავნანაში 80-მდე ბავშვი მოწამვლის სიმპტომით შეიყვანეს. ამ ფაქტს მშობლები, სავარაუდოდ, საკვებს ან წყალს უკავშირებენ.
წინა სტატია
მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჯალაღონიასა და გრიგოლ შუბითიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 4-4 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძემ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაბაზე და ორივეს 4-4 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
ბრალდებულების ადვოკატი კი გირაოს სახით მინიმალურ თანხას 1000 -1000 ლარს ითხოვდა.
გიორგი შუბითიძეს და გიგა ჯალაღონიას...
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.
წინასაარჩევნო პერიოდში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე ასახულია შესაბამის ბიუჯეტში!
დაიცავი კანონი!
შექმენი თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო!
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა თბილისის მერიაში ორი განცხადება შეიტანეს. ერთი განცხადება მუნიციპალური ინსპექციის სახელზეა, რითაც პარტიის წევრები ითხოვენ მსვლელობა მიეცეს იმ ფაქტს, რომ დედაქალაქის მერიაში შესვლის უფლება არ მისცეს, ხოლო მეორე განცხადებით, პარტიის წევრების თქმით, კახა კალაძეს შეახსენეს, „როგორი კორუმპირებულია“.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს სურდათ განცხადებისთვის დაერთოთ სიმბოლური საჯარიმო ქვითარი, თუმცა სამართალდამცველებმა მისი შენობაში შეტანის ნებართვა არ მისცეს.
პარტიის ლიდერმა გიორგი...
პარლამენტის ბიურომ უარი თქვა დეპუტატ ლევან კობერიძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყებაზე, რომელიც სატელევიზიო დებატებში მმართველი გუნდის მონაწილეობას სავალდებულოს ხდის.
კობერიძემ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რასაც პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა.
კობერიძის თქმით, სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი დებატების რეჟიმში არც ერთ სატელევიზიო არხზე არ მონაწილეობს. როგორც კობერიძემ განმარტა, საკითხი დღის წესრიგში კანონპროექტის სახით არც უნდა დამდგარიყო, მაგრამ რაკი ფონი ასეთია, მან პარლამენტს შესაბამისი...
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, კრწანისის რაიონში პუბლიცისტის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალების 111 წლისთავთან დაკავშირებით, მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, გრიგოლ ვოლსკის შთამომავლები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
როგორც საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის...
"ჩემი სოფელი", - ესაა ინტერნეტპლატფორმა, სადაც 4 დევნილთა დასახლების და 8 საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მაცხოვრებელი ქალები სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ მასალებს ადგილიდან გაავრცელებენ. ამის შესაძლებლობას მათ კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით აძლევს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტი სახელწოდებით „სოფლად მცხოვრები ქალები თემის გაძლიერებისთვის“ 6 თვიანია და ინტერნეტპორტალზე მასალების განთავსების პარალელურად, ქალებს ონლაინ რეჟიმში ინტენსიური ტრენინგ-კურსების ჩატარებას გულისხმობს.
ქალთა უფლებებსა და აქტივიზმზე,...
წყალტუბოში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ხვდებიან, - ამის შესახებ “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ეს არის კანონდარღვევა, რადგან კომისიის წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში იკრიბებოდნენ საარჩევნო კომისიის და “ქართული ოცნების” წევრები ერთად. ჩვენ ახლა ვართ ადგილზე, თავიდან ტრენერმა გვითხრა და დაგვიდასტურა, რომ პარტიული ღონისძიება არისო და შემდეგ თქვეს, რომ პარტიული ღონისძიება...
ხარაგაულსა და თერჯოლაში მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ოფიციალურად ხარაგაულის მერობაზე სურვილი 5-მა, ხოლო თერჯოლაში 4-მა კანდიდატმა გამოთქვა.
ხარაგაული
1. "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ბესიკი ყრუაშვილი;
2. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- თორნიკე ავალიშვილი;
3. "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"- თეიმურაზ ფცქიალაძე;
4. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"- კობა ლურსმანაშვილი;
5. "ლელო - მამუკა ხაზარაძე"-მიხეილ ჭიპაშვილი;
თერჯოლა
1. "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო...
ქარელში მდინარე სურამულაზე ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტომ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვია, რომ ხიდი დაზიანებულია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
7 მ სიგრძისა და 11 მ სიგანის ხიდის დაშლისა და ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის გასაცნობად მოსახლეობას საჯარო განხილვაზე იწვევენ. განხილვა ინტერნეტსივრცეში, ,,ზუმის" პლატფორმაზე მოხდება.
qartli.ge-მ მოიძია დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ახალი ხიდის მშენებლობა გადაწყდა. ხიდი, რომელიც...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდა.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, „სტატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503 მუხლის მესამე...
წინა სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია შპს „ავტოპარკის“ დირექტორის გიგა ჯალაღონიას დაკავებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებიდან ცნობას ელოდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გიგა ჯალაღონიას საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც სამართალდამცავი უწყებებიდან შესაბამისი შეტყობინება შევა. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა მუნიციპალური შპს „ავტოპარკის“ დირექტორობის თანამდებობას ჯალაღონია.
შაბათს, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა...
მარნეულის სოფელ სადახლოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ კერძო კომპანიამ, რომელიც სოფელში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს, მათი წინაპრების საფლავები დააზიანა. ინფორმაციას ფორმულანიუსი ავრცელებს.
როგორც ამბობენ, სასაფლაო ოდნავ შემაღლებულ ადგილას არის მოწყობილი, სამშენებლო ტექნიკა კი მის ქვედა ნაწილს, ძირს, ფაქტობრივად, შლის. ასევე, მათი თქმით, "სასაფლაოზე მანქანები დადიან".
ადგილობრივებმა დღეს ეს ადგილზე გააპროტესტეს.
სადახლოს მცხოვრებლებმა მარნეულის ადგილობრივ მთავრობას მოსთხოვეს, უზრუნველყოს კომპანიის მიერ სამუშაოების ისე შესრულება, რომ საფლავები არ...
ჩვენ გამოვააშკარავეთ კახა კალაძის ღია თანამშრომლობა საბანკო სექტორთან, რითაც ძარცვავს მოსახლეობას და ჭამს პენსიონერების ფულს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კახა კალაძე საბანკო მონოპოლიას იცავს.
„37%-ს და 36%-ს იცით რატომ იხდის პენსიონერი?! იმიტომ, რომ წილი მისდით აი ამ ფულის მკეთებლებს ჯიბეში. ამაზე შევაგროვეთ 80 000 ხელმოწერა და უამრავ ჯარიმებს წერენ ეს ადამიანები. გვინდოდა განაცხადის შეტანა ჩვენს თანაგუნდელებს...
წინა სტატია
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენებას არიოს მორიგი დადასტურება თუ როგორ უკანონოდ მოქმედებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.
აბესაძის თქმით, ეს არის ივანიშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი მოსყიდვის მცდელობა.
როგორც აბესაძე აღნიშნავს, ამ საქმეში იკვეთება შესაძლო ფულის გათეთრების სქემა.
„ეს არის მორიგი, ძალიან ადვილად გამოსაცნობი წინასაარჩევნო ფარსი ივანიშვილის გულმოწყალების შესახებ. გავიხსენოთ, თუნდაც, 2018 წლის ვალების ჩამოწერა, როდესაც გვარწმუნებდნენ,...
წინა სტატია
სამართლიანი არჩევნების (ISFED) თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩუქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიზანი შეიძლება, იყოს ამომრჩევლის განწყობაზე არაპირდაპირი გავლენის მოხდება.
"ის ფაქტი, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხორციელდება, საკმაოდ დაძაბულ პერიოდში, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი ქართუ პირდაპირ ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან", ეს აჩენს კითხვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































