“ჩემი სოფელი”, – ესაა ინტერნეტპლატფორმა, სადაც 4 დევნილთა დასახლების და 8 საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მაცხოვრებელი ქალები სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ მასალებს ადგილიდან გაავრცელებენ. ამის შესაძლებლობას მათ კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით აძლევს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტი სახელწოდებით „სოფლად მცხოვრები ქალები თემის გაძლიერებისთვის“ 6 თვიანია და ინტერნეტპორტალზე მასალების განთავსების პარალელურად, ქალებს ონლაინ რეჟიმში ინტენსიური ტრენინგ-კურსების ჩატარებას გულისხმობს.
ქალთა უფლებებსა და აქტივიზმზე, ასევე თვითმმართველობის საკითხებზე, ღია მმართველობაზე, მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლსა და ზოგადად თემის განვითარების შესაძლებლობებზე.
მათთან ერთად დისტანციურად დაგეგმილ შეხვედრებში ადგილობრივი მობილიზატორი ქალების მიერ შერჩეული 5-5 ქალიც იქნება ჩართული.
პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების ადვოკატირების მიზნით, შეხვედრა მოეწყობა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და წარმატებულ ქალებთან, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.