წყალმომარაგების კომპანია გორში ბავშვების მოწამვლაზე: სასმელი წყალი ნორმებს აკმაყოფილებს

1214

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გორში ბავშვების მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.

გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო წყლის სინჯებს იღებს სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან, რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

გორის კლინიკა იავნანაში 80-მდე ბავშვი მოწამვლის სიმპტომით შეიყვანეს. ამ ფაქტს მშობლები, სავარაუდოდ, საკვებს ან წყალს უკავშირებენ.