„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი: წყალტუბოში, “ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ხვდებიან, რაც დარღვევაა

416

წყალტუბოში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ხვდებიან, – ამის შესახებ “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ეს არის კანონდარღვევა, რადგან კომისიის წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები.

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში იკრიბებოდნენ საარჩევნო კომისიის და “ქართული ოცნების” წევრები ერთად. ჩვენ ახლა ვართ ადგილზე, თავიდან ტრენერმა გვითხრა და დაგვიდასტურა, რომ პარტიული ღონისძიება არისო და შემდეგ თქვეს, რომ პარტიული ღონისძიება კი არა უბრალოდ, ქეიფობდნენ. ეს არის თავიდან ბოლომდე დარღვევა, რადგან კომისიის წევრებს ევალებათ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები და არ უნდა ესწრებოდნენ პარტიულ ღონისძიებას, სადაც საარჩევნო საკითხები განიხილება”, – განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

ართქმელაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც ესწრებიან.