უამინდობის გამო პრობლემა შეექმნათ ხელვაჩაურის სოფელ ზედა აგარაში მცხოვრებ ჩხეიძეების ოჯახს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ძლიერმა წვიმის შედეგად ეზოში მცირე მეწყერი ჩამოწვა. მაცხოვრებლების თქმით, ყოველი გაწვიმების დროს სახლის საძირკველი იტბორება, რის გამოც საცხოვრებელს ბზარები გაუჩნდა.
მათივე თქმით, მერიის რეკომენდაციით სახლი დაცალეს და რამდენიმე დღეა ახლობლებთან ცხოვრობენ. ოჯახი გეოლოგების მიერ ტერიტორიის დროულად შესწავლას და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვს.
ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და...
პროექტი – „აჩუქე რუსთავს ჟანგბადი“ ფინალურ ფაზაში გადავიდა. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის „გავიგუდეთ“ ინიციატივით წამოწყებული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო მხარდაჭერითა და დონაციით 6 000 ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
პროექტის მიზანი რუსთავში ერთი კონკრეტული ადგილის გამწვანება და რეკრეაციულ სივრცედ გარდაქმნაა.
პროექტი ფონდ “ორბელიანი საქართველოს” მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის კონცეფციით, ფონდი “ორბელიანი” ჯგუფს დამატებით 6 000 ლარს გადასცემს, რაც ჯამურად ქალაქში 12 000 ლარის ხეების...
წინა სტატია
მარნეულის მერია სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თაზაკენდში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტის მშენებლობას და მოსახლეობის პროტესტს განცხადებით ეხმიანება. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნებისმიერი უნებართვო მშენებლობა დაუშვებელია, შესაბამისად, კანონით დადგენილ წესებთან შეუსაბამო ყველა ქმედებას, მოჰყვება რეაგირება.
„გვსურს განვუმარტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ფაქტზე რეაგირება ჩვენი მხრიდან უკვე განხორციელდა. თუმცა მკაფიოდ...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირებს მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელი შეუმცირდათ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებებობის მშენებლობისთვის 1 კვმ-ზე მოსაკრებელი 2 ლარიდან ერთ ლარამდე შემცირდა.
კომერციული ფართების მშენებლობის მოსაკრებელი 1 კვმ-ზე კვლავინდებურად 2 ლარია, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში თითოეული გრძივი მეტრისთვის – 1 ლარი.
საკურორტო ზონაში ფიზიკურ პირებს ერთ კვ.მ-ზე მშენებლობისთვის 1,5 ლარის გადახდა მოუწევთ, კომერციული ფართის...
ამორტიზებული და დაზიანებულია მინი სტადიონი და საბავშვო ატრაქციონები ბათუმში. მოედანი პუშკინის 131 ნომერში მდებარეობს, რომლითაც იქვე მდებარე, რამდენიმე კორპუსში მცხოვრები ბავშვი სარგებლობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შექმნილ ვითარებას მოსახლეობა უამინდობასთან ერთად ბავშვების მხრიდან დაუდევრობასაც უკავშირებს.
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ეზოს ყოველდღიურად ასუფთავებენ, რაც შეეხება ატრაქციონებისა და მოედნის შეკეთებას მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები წლის ბოლომდე გათვალისიწნებულია.
შემდეგი სტატია
"მასწავლეთ როგორ ვარჩინო ოჯახი 200 ლარად"- ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პანდემიის გამო, მათ სამუშაო დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
საბანკო ვალდებულებების მქონე პირები სესხების გადავადებას, პროცენტის ჩამოწერას, სახელმწიფო კომპენსაციის გადახდის ვადის გაგრძელებას, ქირით მცხოვრებთა დახმარებას, ბავშვების სკოლებსა და ბაღებში დაბრუნებას, სტატუსწართმეული სტუდენეტებისთვის სტატუსის აღდეგნას, საზღვრების გახსნას...
ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული „მედეას“ ძეგლი დაზიანდა. პიედესტალზე, რაზეც მედეას ქანდაკებაა, მარმარილოს ფილები მოირყა და ძირს ჩამოცვივდა. ქანდაკება სპეციალური ჯებირითაა შემოსაზღვრული. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ შემთხვევა ძლიერი წვიმის დროს, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
ჯუმბერ კობალაძის განმარტებით, ელოდებიან ექსპერტთა ჯგუფს, მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი აღდგება ფილები თუ მთლიანად შეიცვლება შეფუთვა.
''უხვნალექიანობის დროს ჩამოვარდა ერთ-ერთი...
ნადიმ ვარშანიძეს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყდა. იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, რის გამოც ამ საქმიანობას მას კანონი უკრძალავს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოვალეობას მისი მოადგილე მალხაზ სალვარიძე შეასრულებს. საკითხს ხელვაჩაურის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ამ წუთებში განიხილავს.
მარნეულის მუნიციპალურ შპს „ავტოპარკს“ მარნეულის მერიამ 5 ახალი ავტობუსი უსასყიდლოდ გადასცა. უსასყიდლოდ გადაეცა ავტომობილი შპს „სუფთა მარნეულსაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 6 ოქტომბერს, გამართულ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
საკრებულოს სხდომაზე სულ რვა საკითხი განიხილეს. რვავე საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მარნეულის მერის დებულებაში შესატან ცვლილებებსაც, რომლის მიხედვითაც მერიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნება.
"მარნეულის მუნიციპალიტეტის...
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასოფლო ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 30906 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტირებული ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას კომფორტულ გარემოში გაუწევს.
ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს 6 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვემო ქვალონისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიების რეაბილიტირება.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, რომელიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, არამოგებიანია.
მისი თქმით, იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 80 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, მმართველი გუნდის ლიდერმა თავისთვის დაიტოვა.
აბესაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი ამ ტერიტორიაზე საკუთარი ბიზნესპროექტების განხორციელებას აპირებს.
"ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია მიმდინარე წლის ივნისში დაყო რამდენიმე ნაწილად. ქალაქს უბრუნებს მხოლოდ...
USAID/საქართველომ აფხაზეთში მდებარე საავადმყოფოებს და კლინიკებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო დამატებითი ტესტები გადასცა.
როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში აცხადებენ, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს, ასევე, ლაბორატორულ - სადიაგნოსტიკო ხელსაწყო GeneXpert გადაეცა.
„ამ ახალი დანადგარის საშუალებით პაციენტები უფრო სწრაფად მიიღებენ კორონა ვირუსზე აღებულ ტესტირებაზე პასუხებს, გარდა ამისა მათ ექნებათ სწრაფი წვდომა სამედიცინო მომსახურეობასთანაც“, - აცხადებენ USAID/საქართველოში.
6 ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 1765 შემთხვევაა...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთი თვის წინ დააანონსა, რომ მერია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებდა, თუმცა, როგორც bm.ge-ის თბილისის მთავრობაში განუცხადეს, ინტერესთა გამოხატვა, ჯერჯერობით, არ გამოცხადებულა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერესთა გამოხატვის პირობების საბოლოო დეტალების დაზუსტება და უახლოეს მომავალში გამოცხადდება. რაც შეეხება პირობებს, ის საჯარო გახდება ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შემდეგ და ნებისმიერ პირს ექნება...
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 11 თვეში უნდა დაასრულოს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანებები და მოსახლოებას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
სამუშაოები წყალმომარაგების დაზიანებული ქსელის ახლით ჩანაცვლებასა და...
მთაწმინდის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, შვიდი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
სამუშაოები განხორციელდა ი. ნიკოლაძის ქუჩა N6-ში; ვ. პეტრიაშვილის ქ. N7-ში; გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ; ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N 1-ში; გ. ათონელის ქ. N5-ში; ოქროყანაში, თაყაიშვილის ქუჩაზე და კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე;
პროექტის ფარგლებში, შვიდივე მოედანზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის მწვანე ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის...
ქუთაისის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა კიდევ ერთხელ გადაავადა. ამის შესახებ ქუთაისიპოსტი წერს.
გამოცემის ცნობით, ამჯერად, იკვევა, რომ დაპირებული 60 ავტობუსი, ქალაქის ქუჩებში 2021 წლამდე არ გამოჩნდება. მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა დღეს ამაზე მედიასთან საუბარი არ ისურვა. საკითხზე განმარტებები არ გააკთა არც შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" უფროსმა, გიორგი გიორგობიანმა. იგი საკრებულოს სხდომას, სადაც ავტობუსების შესაძენად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































