სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 11 თვეში უნდა დაასრულოს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანებები და მოსახლოებას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
სამუშაოები წყალმომარაგების დაზიანებული ქსელის ახლით ჩანაცვლებასა და აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.
პროექტის დასრულების შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების, დაახლოებით, 1 000-მდე მცხოვრები გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.