ხობის სოფელ ზემო ქვალონში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

423

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასოფლო ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 30906 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტირებული ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას კომფორტულ გარემოში გაუწევს.

ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს 6 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვემო ქვალონისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიების რეაბილიტირება.