ამორტიზებული და დაზიანებულია მინი სტადიონი და საბავშვო ატრაქციონები ბათუმში. მოედანი პუშკინის 131 ნომერში მდებარეობს, რომლითაც იქვე მდებარე, რამდენიმე კორპუსში მცხოვრები ბავშვი სარგებლობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
შექმნილ ვითარებას მოსახლეობა უამინდობასთან ერთად ბავშვების მხრიდან დაუდევრობასაც უკავშირებს.
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ეზოს ყოველდღიურად ასუფთავებენ, რაც შეეხება ატრაქციონებისა და მოედნის შეკეთებას მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები წლის ბოლომდე გათვალისიწნებულია.