“მასწავლეთ როგორ ვარჩინო ოჯახი 200 ლარად”- ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პანდემიის გამო, მათ სამუშაო დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
საბანკო ვალდებულებების მქონე პირები სესხების გადავადებას, პროცენტის ჩამოწერას, სახელმწიფო კომპენსაციის გადახდის ვადის გაგრძელებას, ქირით მცხოვრებთა დახმარებას, ბავშვების სკოლებსა და ბაღებში დაბრუნებას, სტატუსწართმეული სტუდენეტებისთვის სტატუსის აღდეგნას, საზღვრების გახსნას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.