პროექტი – „აჩუქე რუსთავს ჟანგბადი“ ფინალურ ფაზაში გადავიდა. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის „გავიგუდეთ“ ინიციატივით წამოწყებული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო მხარდაჭერითა და დონაციით 6 000 ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
პროექტის მიზანი რუსთავში ერთი კონკრეტული ადგილის გამწვანება და რეკრეაციულ სივრცედ გარდაქმნაა.
პროექტი ფონდ “ორბელიანი საქართველოს” მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის კონცეფციით, ფონდი “ორბელიანი” ჯგუფს დამატებით 6 000 ლარს გადასცემს, რაც ჯამურად ქალაქში 12 000 ლარის ხეების დარგვის შესაძლებლობას გააჩენს.