საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე, 2020 წლის 7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე დევნილთა კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდა. მერობის კანდიდატის თქმით, დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობა ინტენსიურად ხორციელდება და ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილების კეთილდღეობაზე ზრუნვას გააგრძელებს. „მახარებს, რომ აფხაზეთიდან დევნილი...
”ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში ტარიელ ნაკაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ტარიელ ნაკაიძის თქმით, ამ სოფელში საკმაოდ დიდი ეროზიული რელიეფია, რამაც შემდგომში შესაძლოა მეწყრული პროცესები გამოიწვიოს. ნაკაიძე ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რომ ჩატარდეს სათანადო კვლევები, რათა მოხდეს პრევენცია და მოსახლეობა იყოს დაცული საფრთხისაგან. ნაკაიძემ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ეკომიგრანტებისათვის საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი...
შემდეგი სტატია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ თემურ შუბითიძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. , 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. "გამოძიებით...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში ქალაქ ქუთაისში 29 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. აღსანიშნავია, რომ სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ, აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს. „ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. 29 ქუჩის...
წინა სტატია შემდეგი სტატია კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს საქმე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. კოალიციაში აცხადებენ, რომ  დროულად უნდა შეჩერდეს პანკისის სათემო რადიოს გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები. "მიგვაჩნია, რომ პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი...
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ღია ფაქტები "ქართული ოცნებისგან". ბაღების პედაგოგები ამჯერად გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა დაიბარა წინასაარჩევნო შეხვედრაზე. შეხვედრა 102-ე ბაგა-ბაღის შენობაში უნდა ჩატარებულიყო. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.  ადგილობრივებთან ერთად, ბაღის მასწავლებელები მართლაც შეიკრიბნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ადგილზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მივიდა, შენობა დატოვეს და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი კი ამტკიცებდა, რომ მისი შეხვედრისთვის ადმინისტრაციული...
"ევროპული საქართველო" ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი 684 ათასი ლარით აზარალა. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარეგანათების ქსელისთვის 4 200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა. მისი თქმით, ამ შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და რამდენიმე წლის წინ უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს. შედეგად, კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275...
„თავისუფალმა საქართველომ“ დღეს საკუთარ მხარდამჭერებს დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი წარუდგინა. დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში მაია წერეთელი იბრძოლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალმა საქართველო“ ავრცელებს. როგორც პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის და პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს. "წინასაარჩევნოდ, როგორც მოსალოდნელი იყო „ნაციონალურმა მოძრაობამ და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მორიგი სანახაობა შესთავზა, რომელიც მთლიანად ძალადობაზეა აგებული. ასე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 89 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 1 224 523.31 ლარია გამოყოფილი. ზუგდიდის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა: ხიდ–ბოგირები, მილ–ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები და მემორიალი. ასევე გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ეს არის საუკეთესო საშუალება თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად და სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა...
"მომხრე არა ვარ კაცის და კაცის ქორწინების, მომხრე არა ვარ ქალის და ქალის სიყვარულის. მომხრე არა ვარ მსგავსი სიბინძურეების და ავადმყოფობის ტირჟირების", - ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემაში პარტია "ქართული ფესვების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესიკ ჩუბინიძემ განაცხადა. კითხვაზე, იქნება თუ არა ის განსხვავებული ორიანტაციის მქონე ადამიანების წარმომადგენელი პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველები სწორედ მას აირჩევენ, პასუხობს, რომ იქნება, თუმცა, მისი თქმით,...
თუ ოპოზიციურ ერთობას კანდიდატად ეყოლება სააკაშვილი, ის ჩემს ხმას ვერასოდეს მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. „ჯერ კიდევ 2009 წელს იმიტომ ვიდექი რუსთაველზე, იმიტომ ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, რომ მიმაჩნდა, პრეზიდენტს, რომელმაც ომი წააგო, უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და არ ჰქონდა უფლება, გაეგრძელებინა ქვეყნის მართვა. მე ეს პოზიცია არ შემიცვლია. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ...
ქალაქ ფოთში, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაო დასრულების ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2 740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაც. ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა...
ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, 2020 წლის იანვრიდან დღემდე, გამგეობის მიერ, 181 სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. კერძოდ, რაიონის უბნებში 61 მისამართზე ლიფტი რეაბილიტირდა, განახლდა 50 მრავალბინიანი სახლის სახურავი და ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, დაფინანსდა სადარბაზოს, მისი კარის და შესასვლელის რემონტის 21 პროექტი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების 3 პროექტი, განახლდა წყალარინების...
„ნიჩბოსანთა კლუბს - რუსთაველებს“ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს 40 წლის ვადით გადასცემენ.  ამის შესახებ დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განცხადებით, კლუბი ვალდებულია არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა განათავსოს. "600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ტერიტორია გადაეცემა 40 წლის განმავლობაში. მას აქვს ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთზე განათავსოს შენობა-ნაგებობა. ფორმატი არ იცვლება, ანუ უნდა მოხმარდეს ნიჩბოსნობას და უნდა იყოს უფრო თანამედროვე, უფრო...
M3 კატეგორიის 40 ერთეული ავტობუსის შეძენის მიზნით, რუსთავის მერიას სესხის აღებისთვის მიეცა თანხმობა – გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. სხდომა რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. საკრებულოს დეპუტატებმა ათი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლევან კავთიაშვილის განმარტებით, ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდება 10 წლიანი სასესხო ხელშეკრულება. დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ