ლევან კობიაშვილმა ბაღის მასწავლებლები წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაიბარა

466

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ღია ფაქტები “ქართული ოცნებისგან”. ბაღების პედაგოგები ამჯერად გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა დაიბარა წინასაარჩევნო შეხვედრაზე. შეხვედრა 102-ე ბაგა-ბაღის შენობაში უნდა ჩატარებულიყო. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

ადგილობრივებთან ერთად, ბაღის მასწავლებელები მართლაც შეიკრიბნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ადგილზე “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი მივიდა, შენობა დატოვეს და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი კი ამტკიცებდა, რომ მისი შეხვედრისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ ჰქონია.