M3 კატეგორიის 40 ერთეული ავტობუსის შესაძენად რუსთავის საკრებულომ მერიას სესხის აღებისთვის თანხმობა მისცა

457

M3 კატეგორიის 40 ერთეული ავტობუსის შეძენის მიზნით, რუსთავის მერიას სესხის აღებისთვის მიეცა თანხმობა – გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. სხდომა რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. საკრებულოს დეპუტატებმა ათი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლევან კავთიაშვილის განმარტებით, ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდება 10 წლიანი სასესხო ხელშეკრულება.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ათი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.