რუსთავის ნიჩბოსანთა კლუბს მიწის ნაკვეთს გადასცემენ

414

„ნიჩბოსანთა კლუბს – რუსთაველებს“ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს 40 წლის ვადით გადასცემენ.  ამის შესახებ დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განცხადებით, კლუბი ვალდებულია არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა განათავსოს.

“600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ტერიტორია გადაეცემა 40 წლის განმავლობაში. მას აქვს ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთზე განათავსოს შენობა-ნაგებობა. ფორმატი არ იცვლება, ანუ უნდა მოხმარდეს ნიჩბოსნობას და უნდა იყოს უფრო თანამედროვე, უფრო აღჭურვილი”,- განაცხადა ლევან ონიანმა.

მისი თქმით, ნიჩბოსანთა კლუბმა – რუსთაველებმა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 200 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.