7 ოქტომბრიდან ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

353

საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე, 2020 წლის 7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2020 წლის 7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე, ქ. ხაშურის გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.