თუ ოპოზიციურ ერთობას კანდიდატად ეყოლება სააკაშვილი, ის ჩემს ხმას ვერასოდეს მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
„ჯერ კიდევ 2009 წელს იმიტომ ვიდექი რუსთაველზე, იმიტომ ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, რომ მიმაჩნდა, პრეზიდენტს, რომელმაც ომი წააგო, უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და არ ჰქონდა უფლება, გაეგრძელებინა ქვეყნის მართვა. მე ეს პოზიცია არ შემიცვლია. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ვამბობ, თუ ოპოზიციურ ერთობას კანდიდატად ეყოლება სააკაშვილი, ის ჩემს ხმას ვერასოდეს მიიღებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.