"მთავარის" გადაცემაში "მთავარი დებატები" ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 2020 წლის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები სათანადოდ შემუშავებულია, იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურებიდანაა მიღებული.
„ჩვენ უკვე გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ეპიდემიოლოგებს, სამინისტროს წარმომადგენლებსა და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელობას. დღეის მოცემულობით, უკვე გვაქვს გამოკვეთილი რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც ვაპირებთ მივიღოთ...
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილი, მოქალაქეებს საბურთალოს ისტორია გააცნო. გმირთა მოედნიდან მან სპეციალური ტური, მოაწყო და მოქალაქეებს ადგილები დელისის ტერიტორიამდე დაათვალიერებინა.
"საბურთალო არის ახალი თბილისი, წინასწარი გეგმით გაშენებული თბილისი და ძალიან საინტერესო თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასახიჩრდა ბოლო წლების განმავლობაში', - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ელისაშვილი საბურთალოზე მაჟორიტარ კანდიდატად პარტია "მოქალაქეების" სახელით იყრის კენჭს.
ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებიდან ბათქაში ცვივა. დაზიანებული ფასადი ბევრჯერ გამხდარა ადამიანების დაშავების მიზეზი. სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსებთან, პარტია "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და ქალაქის მერიას კორპუსების რეაბილიტაციისკენ მოუწოდა.
"ფატალური შემთხვევების მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლება არ აყენებს ამ საკითხს როგორც უმწვავესად პრიორიტეტულს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ უხარისხოდ", - თქვა...
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მზის პანელების მონტაჟი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პროექტს ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ერედვის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
ხურვალეთის მზის ელექტროსადგური საქართველოში ყველაზე დიდი იქნება, რომელიც 140 ოჯახს უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის უმეტეს საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი განახლდება. კალაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბაღი წარმოადგენს.
ამასთან, კალაძე ამბობს, რომ არსებობს სრული მზადყოფნა, რათა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდეს.
„თბილისის ბაღებს რაც შეეხება, სრული მზადყოფნაა იმისთვის, რომ დაიწყონ ფუნქციონირება. ჩვენ მაქსიმალურად შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დარგის სპეციალისტების მხრიდან. ყველანაირი მზადყოფნა არის,...
შემდეგი სტატია
თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.
34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამასთან, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.
„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება...
წინა სტატია
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის პოლიციაში მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საქმე ეხება მუქარის ფაქტს, რომელიც რაშად მუსაევმა „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მისამართით განახორციელა.
რაშად მუსაევის თქმით, არავის მოკვლას არ აპირებდა.
„პოლიციამ დამირეკა პირდაპირი ეთერის გამო, სავალანის მისამართით რომ გავაკეთე. პოლიტიკურად მოკვლას ვგულისხმობდი, იმათ სხვანაირად ეგონათ. მე თავად დამირეკეს ყარაჯალიდან, რომ არჩევნების მერე დაგიჭერთო, შენს სახლში ნარკოტიკს...
ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა პენსიონრებთან შეხვედრა გამართა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, არც ერთი მთავრობის დროს არ მიექცა პენსიონრებს ყურადღება, ხოლო მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსიონრებს დიდი ყურადღება მიექცევათ.
ნათელაშვილის თქმით, ის 31 ოქტომბრიდან ისტორიულ საპენსიო რეფორმას დაიწყებს – პენსიონერებს გაუორმაგდებათ პენსია, გარდა ამისა, მათ სტაჟის მიხედვით დაანგარიშებული მეცამეტე პენსია დაერიცხებათ, ასევე გაუნულდებათ საპენსიო ვალი.
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ერთმანეთზე...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პენიტენციურ დაწესებულებებში პარლამენტის არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა.
ცესკო-ს დადგენილებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესები განისაზღვრა.
დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა...
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი აერთიანებს ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას.
"პროექტის განხორცილება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის...
დღეს, თელავში, "ლელოს" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები მოსახლეობას შეხვდნენ.
"ლელოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე წარუდგინეს.
თელავში "ლელოს" წინასაარჩევნო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა ამოძრავდეს ყველა ის მიმართულება, რაც საქართველოს გააჩნია. ხაზარაძის განცხადებით, ლელოს "ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით, თელავი ღვინის მეთერთმეტე...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ამჟამად, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით დეპარტამენტი ვიდეოგაკვეთილებს, სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლსა და ფოტორეცეპტებს ცნობილი შეფმზარეულების ჩართულობით ამზადებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანიაჭარის სამზარეულოს ნაკლებადცნობილ კერძებსა და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებენ, ასევე ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან...
ჩვენთვის მთავარია არჩევნები მშვიდ, თანაბარ პირობებში ჩატარდეს, სადაც კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ “ცხვირ-პირის მტვრევა და მუქარები კატეგორიულად მიუღებელია“.
“ძალადობა, დაპირისპირება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. რეაგირება ყველა ასეთ შემთხვევას უნდა მოჰყვეს. რამდენიმე კვირის წინ მარნეულში ჩვენ ვიხილეთ ფიზიკური დაპირისპირება, ჟურნალისტზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ადამიანმა,...
"ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ. მომწერე პასუხიბ და არ მომწერის ;;)))" — ამ ფორმით პასუხობს მთაწმინდის ოლქში 'ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი და დეპუტატი ბექა ოდიშარია იურისტ ვახუშტი მენაბდეს კრიტიკის გამო. კომენტარის სტილი, რომელიც ბექა ოდიშარიამ ვახუშტი მენაბდეს ბოსტზე დატოვა, დაცულია სრულად.
მენაბდემ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც ჩანს ტროტუარზე არასწორად პარკირებული მანქანა პარლამენტის საშვით. პოსტს კრიტიკა მოჰყვა და ოდიშარიამ...
გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა ამომრჩეველთა ვებ-გვერდის WWW.PARTIEBI.GE-ს პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე 5 - მა პარტიამ მათ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
www.partiebi.ge EECMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
პრეზენტაციაზე მყოფ საზოგადოებას, მოწვეულმა ექსპერტმა ნათია ნადირაძემ დეტალურად განუმარტა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































