“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ. მომწერე პასუხიბ და არ მომწერის ;;)))” — “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია მენაბდეს

741

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ. მომწერე პასუხიბ და არ მომწერის ;;)))” — ამ ფორმით პასუხობს მთაწმინდის ოლქში ‘ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი და დეპუტატი ბექა ოდიშარია იურისტ ვახუშტი მენაბდეს კრიტიკის გამო. კომენტარის სტილი, რომელიც ბექა ოდიშარიამ ვახუშტი მენაბდეს ბოსტზე დატოვა, დაცულია სრულად.

მენაბდემ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც ჩანს ტროტუარზე არასწორად პარკირებული მანქანა პარლამენტის საშვით. პოსტს კრიტიკა მოჰყვა და ოდიშარიამ დააკომენტარა, რომ მანქანა მისია.

“ბოდიში, ვინც ასე გაგაბრაზათ ადამინმა ვინც ჩემს ა/მ მართავს. გამოვსწორდებით”, — დაწერა მან.

ოდიშარიას ამ კომენტარსაც კრიტიკა მოჰყვა იმის გამო, რომ არასწორი პარკირება მან მძღოლს გადააბრალა. დეპუტატს მათთვის არ უპასუხია, მომდევნო კომენტარში პირდაპირ მენაბდეს მიმართა, რომ პირადად დაურეკოს, თუ “გაქაჩავს”, რამაც, ასევე, კრიტიკა გამოიწვია. ოდიშარიამ არც ამას უპასუხა და ცალკე დააკომენტარა: “არადა, გირეკავ”.