თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება

416

შემდეგი სტატია

თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამასთან, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ და ვიდრე არ ჩაუტარდებათ ტესტი, არ დარწმუნდებიან, რომ ინფიცირებული არ არიან, ბაღი ვერ გაიხსნება.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალ არ განახლდება 112-ე ბაგა-ბაღშიც. ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი თანამშრომლის ოჯახის წევრის მჭიდრო კონტაქტთან „კოვიდ-19“-ის შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ყურადღება ❣️ გუშინ შეგვატყობინეს, რომ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონა ვირუსი, მეორე თანამშრომლის…

Posted by თბილისის მე-100 საბავშვო ბაგა-ბაღი (იისფერი ბაღი) on კვირა, 11 ოქტომბერი, 2020

ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო! ჩვენც თქვენთან ერთად მოუთმენლად ველით როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვენ…

Posted by ქ. თბილისის 34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი Tbilisi Kindergarten 34 on კვირა, 11 ოქტომბერი, 2020

მშობელთა საყურადღებოდ!!!როგორც თქვენთვის ცნობილია, ბაგა-ბაღი მზად იყო ხვალიდან აღსაზრდელთა მისაღებად! თუმცაღა, დღეს…

Posted by 112-ე ბაგა ბაღი ცისარტყელა on კვირა, 11 ოქტომბერი, 2020