ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებიდან ბათქაში ცვივა. დაზიანებული ფასადი ბევრჯერ გამხდარა ადამიანების დაშავების მიზეზი. სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსებთან, პარტია “ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და ქალაქის მერიას კორპუსების რეაბილიტაციისკენ მოუწოდა.
“ფატალური შემთხვევების მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლება არ აყენებს ამ საკითხს როგორც უმწვავესად პრიორიტეტულს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ უხარისხოდ”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება კორფციული გარიგებების ეჭვიც.