ალეკო ელისაშვილმა საბურთალოზე ტური მოაწყო და მოქალაქეებს უბნის ისტორია გააცნო

593

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილი, მოქალაქეებს საბურთალოს ისტორია გააცნო. გმირთა მოედნიდან მან სპეციალური ტური, მოაწყო და მოქალაქეებს ადგილები დელისის ტერიტორიამდე დაათვალიერებინა.

“საბურთალო არის ახალი თბილისი, წინასწარი გეგმით გაშენებული თბილისი და ძალიან საინტერესო თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასახიჩრდა ბოლო წლების განმავლობაში’, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელისაშვილი საბურთალოზე მაჟორიტარ კანდიდატად პარტია “მოქალაქეების” სახელით იყრის კენჭს.