ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.
მან განაცხადა, რომ ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით, ის საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობს და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება სათანადო რეაქცია, ორშაბათს ფართომასშტაბიან აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"ლევან კაკავამ, როცა ის ფინანსური პოლიციას ხელმძღვანელობდა, წლების წინ მან დამიბარა და მითხრა, რომ თუ მებაჟეებს დავაჭერინებდი და...
წინა სტატია
უკანონო მშენებლობა, ზღვის და მთის ხედით - ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ფეშენებელური მშენებლობა ისე დაიწყო, საამისოდ ნებართვა არ მოუთხოვია. როგორ ააგო სამი სართული ისე, რომ შვიდთვიანი უკანონო მშენებლობა ვერც ქალაქის მერიამ შენიშნა. რა არგუმენტი აქვს მუნიციპალიტეტის მერს და როგორია თვითმმართველობის პოზიცია, თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ეს სამსართულიანი ფეშენებელური ვილა მახინჯაურში თამარ მეფის პირველ შესახვევში დგას. შენობის ყველა სართულიდან...
ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე მედეას ძეგლის კვარცხლბეკი აღდგენას არ ექვემდებარება. ექსპერტების დასკვნით, მარმარილოს ფილები დაზიანებულია. საჭიროა ახალი პროექტის შემუშავება და ტენდერის გამოცხადება. ამის შესახებ ინფორმაციას
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, აუცილებელია შეფუთვის და კვარცხლბეკის მთლიანად შეცვლა. მისივე თქმით, ყველა დეტალი მონუმენტის ავტორთან შეთანხმდება.
''ამ კვირაში ოფიციალურ დასკვნას მოგვაწოდებს ექსპერტი. რესტავრატორები და პროექტის ავტორები შეიმუშავებენ ახალ პროექტს. ფერიც და მასალაც ავტორთან...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ტყეების მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა და განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც 700 ჰა ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
როგორც კალაძემ თბილისის ურბანული ტყის შექმნის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე აღნიშნა, მთაწმინდისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
„ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრი კომპონენტისგან შედგება. დღეს ვისაუბრეთ დედაქალაქში არსებული ტყეების მდგომარეობაზე, რომელიც არის კატასტროფულად მძიმე, მთაწმინდის ფერდობი, მიმდებარე ტერიტორიები,...
დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლების მოსახლეობისთვის წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში წყლისა და წყალარინების სისტემების პროექტირება-მშენებლობას იწყებს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მოადგილესთან ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, დაბა ურეკში წყალმომარაგების სისტემების უდიდესი ნაწილი რეაბილიტირებულია, თუმცა წვერმაღალას, წერეთლის,...
წინა სტატია
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ხელვაჩაურის მერიის შენობასთან, სადაც სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები დილიდან იმყოფებოდნენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში ისხდნენ და მერს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ასევე ითხოვდნენ, რომ დამდგარიყო ვარდამნიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
ჯუმბერ ვარდმანიძე კაბინეტიდან გავიდა, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა. შემდეგ ვარდმანიძემ შენობაც დატოვა. მას ამაში მერიის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. ხელვაჩაურის მერმა საბოლოოდ...
ბათუმში კიდევ რამდენიმე ქუჩა ჩაიკეტა. ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი დილიდან შემოსაზღვრულია და ტერიტორია მეორედ უნდა გადაითხაროს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ცალმხრივი მოძრაობის გამო ხშირად იქმნება საცობები, რის გამოც მძღოლებს, როგორც ამბობენ გადაადგილების პრობლემები ექმნებათ.
რატომ დაჭირდა განმეორებითი სამუშაობის ჩატარება კონკრეტულ მონაკვეთს და სულ რამდენი ქუჩაა ჩაკეტილი - პასუხებს ბათუმის მერიისგან ველოდებით.
აქამდე არსებული ინფორმაციით 19 ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ შორის რამდენიმე ძირითად...
ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან 70 ლარამდე უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს. მათივე განცხადებით, რეგულაციის აღსრულების მექანიზმი და ჯარიმის ადმინისტრირება უფრო თანმიმდევრული და ეფექტური უნდა გახდეს.
„როდესაც კანონმდებელი ხარ, ტროტუარზე პარკირებას ბოდიშით კი არ უნდა უშველო, არამედ ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯებით. “ლელო” პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო და კომფორტულ გარემოზე და ამიტომაც გამოვდივართ ინიციატივით, რომ ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10...
საჩხერეში გამყოფი ხაზის 5 სოფლის - პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალასა და სპეთის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 11.5 მილიონი ლარით აფინანსებს.
„პროექტი ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალის და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, რისთვისაც გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავე ნაგებობის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის...
წინა სტატია
67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის სააგიტაციო მასალაში პედაგოგების ჩართულობა კანონდარღვევა არ არის. შესაბამისად, მესხმა "ევროპული საქართველოს" საჩივარი არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ოლქმა ვიდეორგოლებში მონაწილე მასწავლებლებისგან და მმართველი გუნდის კანდიდატისგან წერილობითი ახსნა-განმარტებები მოითხოვა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
"ჩვენ მოვახდინეთ ამ პირების იდენტიფიცირება, აღმოჩნდა, რომ ხუთი მათგანი არის მასწავლებელი....
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ოფისი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის შტაბს საარჩევნო კამპანიაში პედაგოგების ჩართვაში ადანაშაულებს და აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ დავას აპირებს. ამის შესახებ პარტიიდან საოლქოს წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა. ინფორმაცას რადიო ათინათი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, საკითხზე მათ მიერ დაწერილი საჩივარი საოლქომ არ დააკმაყოფილა. ამასთან, დონაძემ ჩიქოვანის განმარტებითი ბარათიც წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგიტაციო ვიდეოები აგვისტოში, არასაარჩევნო პერიოდში,...
შემდეგი სტატია
"ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრები “ქართული ოცნებიდან“, პარალელურად დასაქმებული არიან მერიის ა(ა)იპ-ებში და ანაზღაურებას იღებენ.
როგორც "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ ჯალაღონიას შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონით აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
წითლიძემ ჟურნალისტებს ფოტოები წარუგინა და რამდენიმე მათგანის ვინაობა დაასახელა. ესენი არიან: დათო ჭაფანძე, ზაზა ანდრიაძე, ტარიელ გაბულდანი, ზვიად...
დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრიც კი არ არის. ეს ოფიციალური პოზიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი საკითხი პოლიტიკური სპეკულაციისთვის არის გამოყენებული. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემია გლობალური გამოწვევაა, რამაც მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს.
„არანაირი ფორმატის წინააღმდეგი არ ვართ, სამწუხაროდ, საკმაოდ ტოქსიურ წინასაარჩევნო პირობებში,...
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება.
"ვიყავი COVID19-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით, 10 ოქტომბერს, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები სახლში 12 დღე. ასევე, გავიარე ტესტირებაც, რომელიც თვითიზოლაციის დასრულების შემდეგაც ჩამიტარდება. პირველადის მსგავსად, თუ განმეორებითი ტესტირების პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდება, დავუბრუნდები ჩემს ყოველდღიურობას. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ძალაში რჩება გადაწყვეტილება 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.
თუმცა, გახარიას თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ეძლევათ რეკომენდაცია, სადაც შესაძლებელია, სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდეს.
„ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა გაგრძელებულიყო 19 რიცხვიდან. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ სადაც შესაძლებელი არ არის,...
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით აჭარაში სასწავლო პროცესი ჯერ-ჯერობით არ დაიწყება. გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვები ძალაში რჩება.
''აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები ძალაში დარჩება, ისევე როგორც რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე მოქმედი შეზღუდვები" - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ბრიფინგზე ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლებაზეც ისაუბრა.
''უმაღლეს სასწავლებლებში უნდა დაწყებულიყო სწავლა 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. მათ ექნებათ რეკომენდაცია, იქ სადაც შესაძლებელია, რომ იყოს დისტანციური სწავლება,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































